Sunday, March 18, 2012

                              
                              გელათი


 

 გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.


სათაფლია




     სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრასბანოჯასა დახომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი,წაბლირცხილათელაბზაძელქვამურყანიცაცხვიმუხაპანტამაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურაკვერნამაჩვიმელაკურდღელიციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

სათაფლია

სათაფლია



სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

Sataplia2.jpg
მდებარეობაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქიწყალტუბო
ფართობი354 ჰა
დაარსდა1935
მმართველი ორგანოდაცული ტერიტორიების სააგენტო

1.პროექტის სახელწოდება:
მოგზაურობა ქუთაისის ისტორიულ ადგილებში

 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
გაეცნონ მოსწავლეები ქუთაისში არსებულ ეკლესია–მონასტრებს.

 3.პროექტის აქტუალობა: 
აქტუალურია პროექტი მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთ თანამშრომლობას,გააღრმავებენ ცოდნას საქართველოს კულტურყლი ფასეულობებისა და სიძველეების შესახებ.

 4.პროექტის მიზნები:
  • თეორიაში მოძიებული მასალის ადგილზე წარმოჩენა. 
  • ქართულ–ისტორიული ძეგლების წარმოშობისა და შექმნის ისტორიის შესწავლა. 
  • მოსწავლეებში უძველესი კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემის,მოვლის უნარის ჩამოყალიბება.
  • ისტორიულ ადგილზე პრეზენტაციის წარდგენის უნარი.

 5.მონაწილეთა ასაკი: 
12–13 წლის 

 6.ვადები ხანგრძლივობა:
2 კვირა

 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
  • მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემა.
  • განუვითარდებათ ისტორიული ძეგლებისადმი პატივისცემის უნარი.
  • შთაბეჭდილებების გაზიარება.
 8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • ადამიანური რესურსი
  • ფინანსები
  • ავტობუსი
  • საჯმელი
  • თაბახის ფურცლები
  • ვიდეოკამერა
 9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
  • საუბარი ექვსკურსიასთან დაკავშირებით  ექვსკურსიის ადგილის შერჩევა, 
  • დავალებების განაწილება, 
  • მოსაძიებელი ინფირმაციის გადანაწილება მოსწავლეებში.
  • სამუშაოს დროის განსაზღვრა,
  • ისტორიულ ადგილზე პრეზენტაციის განსაზღვრა
  • პრეზენტაციის გადაღება ვიდეო–კამერით
  • პროექტის განხილვა
  • შედეგების შეფასება
 10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გაგმასთან კავშირი:
ი.ს.ტ. პროგრამების გამოყენება

 11.ხელმძღვანელი ( მასწავლებელი):
თეონა გრიგოლია

 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
teonagrigolia@gmail.com

 13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
teonagrigolia@blogeer.com